კომუნიკაცია მშობლებთან


1. ნუ ელოდები,  რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი,  როგორიც შენ გინდა.  დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
 2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
 3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.
 4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
 5. არ დაამცირო
 6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
 7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.
8. შვილიეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილიეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
 9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
 10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირიუიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდესეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა....

                   
          იანუშ კორჩაკი (Janusz Korczak, ნამდვილი სახელი - Henryk Goldszmit; 1878 —1942)       გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. დაიღუპა  ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად.

კითხვარი მშობლებს
----კლასის მოსწავლე -------------------- მშობელი ----------------------- მასწავლებელი ------

1
სახალისოა თქვენი შვილისთვის  _______________  სწავლა?




2
ფიქრობთ, რომ ის აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს?




3
რა მოლოდინი გაქვთ ბავშვის პიროვნული და გონებრივი განვითარების თვალსაზრისით?





4
ყოველთვის ახერხებთ დავალების შემოწმებას? რა სიხშირით ახერხებთ?




5
რაციონალურად ანაწილებს ბავშვი დროს? როგორია მისი დღის რეჟიმი?





6
ხომ არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა,  სტრესული მდგომარეობა, ან სხვა მიზეზი, რის გამოც თქვენი შვილი დიდ დროს ანდომებს დავალების შესრულებას ან საერთოდ უარს ამბობს?





7
როგორია ბავშვის ურთიერთობა მასწავლებელთან? დამრიგებელთან? თანაკლასელებთან?




8
როგორია თქვენი ურთიერთობა შვილთან? გულწრფელია? გენდობათ?




9
მის წარმატებას და ქცევას  განაპირობებს  შიში , თუ წახალისება?




10
რისი კეთება უყვარს ყველაზე მეტად? რითია იგი გატაცებული?




11
ოჯახში ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ იმეცადინოს?




12
ხომ არ ფიქრობთ,  რომ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები რთულია?




13
რა უფრო საინტერესოა თქვენი შვილისთვის: ინფორმაცია მოიძიოს ინტერნეტით, თუ წიგნიდან?




14
არის შემთხვევები, როცა მას ეზარება დავალების შესრულება და თქვენ აიძულებთ ან ეხმარებით?




15
რამდენად აქტიურად არის ჩაბმული თქვენი შვილი კლასგარეშე საქმიანობაში, ღონისძიებებში, ექსკურსიებზე, კონფერენციებში?




16
რეალურად აფასებს  მასწავლებელი თქვენი შვილის შესაძლებლობებს? ენდობა ბავშვი მასწავლებელს?




17
როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასწავლებელთან? ენდობით მას? სამართლიანია?




18
როგორ ეხმარებით ბავშვს,  გახდეს წარმატებული ადამიანი?




19
რას ურჩევთ მასწავლებელს? (გულწრფელად) შეგიძლიათ, კითხვა დამისვათ.




20
შეაფასეთ თქვენი, როგორც მშობლის როლი ბავშვის განვითარებაში.








პრეზენტაცია, რომელიც წარვუდგინე მშობლებს სასწავლო პროექტის დაწყების წინ


მშობლებთან შესახვედრად from ნათია კურტანიძე


            ყველა მასწავლებელმა იცის, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება ყველა მოსწავლის მშობელთან აუცილებელია. რადგან მშობელთან კონტაქტით მოსწავლის შესახებ მეტ ინფორმაციას ვიღებთ. სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელი უკავშირდება მშობლებს და სთხოვს მათ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, თუ რას ელიან ახალ სასწავლო წელს მშობლები მასწავლებლისა და საკუთარი შვილებისაგან. 

საიტი "განათლება" აქვეყნებს შეკითხვებს, რომლებიც უნდა დაუსვას მასწავლებლებმა მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში:

1. რა მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობად? მომიყევით როდის შეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები.
2. როგორ ფიქრობთ, წლის ბოლოს, რას იტყვის თქვენი შვილი მთელი წლის გამოცდილების შესახებ? რისი მოყოლის იმედი გაქვთ? რას მოგიყვებათ ის?
3. როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა თქვენც იმავე კლასში იყავით, რომელშიც თქვენი შვილია? როგორ გახსოვთ თქვენი სასწავლო წელი?
4. რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ ამ წელს?
5. როგორ და როდის გინდათ შევხვდეთ ერთმანეთს ამ წელს? რა საკითხზე ისურვებდით რომ შეგეხმიანოთ?
6. არის ისეთი საკითხი, რომელსაც თვლით რომ მე უნდა ვიცოდე? რაც დამეხმარება, უკეთ დავეხმარო თქვენ შვილს სწავლაში?
7. არის საკითხი, რომელზეც მე უნდა გესაუბროთ და ვიცოდე თქვენ შვილთან დაკავშირებით?
მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა და აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, შვილს არ იცოდნებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მასწავლებელი. ამავე დროს, პედაგოგმა შიძლება, არ იცოდეს ის ინფორმაცია, რაც მშობელს შეუძლია მიაწოდოს ბავშვის შესახებ. 

ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი" –მოამზადა თამარ კაციტაძემ


Комментариев нет:

Отправить комментарий