ეს ისე...




   ვანიკოს ხატვა ძალიან უყვარს...სულ ხატავს: სახლში,სკოლაში,გაკვეთილზე,დასვენება-
ზე...ხატავს ყველაფერს: ხეებსა და ყვავილებს, ცხოველებსა და ფრინველებს, ზღაპრის და მულტფილმის პერსონაჟებს,  წმინდანებს, ცნობილ ადამიანებს...ნახტებს ზოგს ინახავს, ზოგს მეგობრებს ჩუქნის, რაც არ მოეწონება, ხევს კიდეც...
   ბავშვებმა მოიფიქრეს: - მასწ, მოდით კლასში ვანიკოს ნახატების გამოფენა მოვაწყოთო.
რა თქმა უნდა დავთანხმდი...ვანიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როცა მეგობრებმა
გამოფენისთვის ნამუშევრების მოტანა სთხოვეს...კუთხე გამოყვეს და...გამოფენაც მზად არის...ვანიკოც ბედნიერია  და მისი თანაკლასელებიც... მათი სიხარული მეც მიხარია... რა ცოტა ყოფნით ბავშვებს ბედნიერებისთვის...









 



 ვანიკოს ნახატები შეგიძლიათ იხილოთ აქ



         








დღეს ბუნების გაკვეთილზე ქოთნებში ლობიო დავთესეთ, თეფშზე- ხორბალი,  რათა მათ გაღივებას, აღმოცენებას და ზრდას დავაკვირდეთ. ნეტა გენახათ,რა დიდი მონდომებით და რუდუნებით ჩაატარეს ეს პროცედურები ბავშვებმა,თითქოს სოფელში არ ვცხოვრობდეთ და უცხო იყოს მათთვის ეს ყოველივე, მაგრამ სკოლის გარემოში, საგაკვეთილო პროცესში  მართლა ყველაფერს სხვა ელფერი აქვს, სულ სხვა თვალით და მეტი გულისყურით აკვირდებიან.








Комментариев нет:

Отправить комментарий