ჩემი საქმე მიყვარს...ამით ვსუნთქავ...იმ დროს,როდესაც ჩვენი სახლებიდან ორიოდე ნაბიჯზე ოკუპანტი დგას, მოდი და ნუ გააკეთებ იმას, რისი კეთებაც შენი ქვეყნისთვის შეგიძლია... ,,აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს" .
რომ ვთქვა, პატარაობიდან მასწავლებლობაზე ვოცნებობდი-მეთქი, მოგატყუებთ...ექიმობა მინდოდა, პედიატრობა...,,ბავშვები უნდა მოვარჩინო"-ვამბობდი მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დავიწყე... ჩემ მიერ პედაგოგიურზე ჩაბარება (გარკვეული მიზეზების გამო) სპონტანურად მოხდა, დღეს კი ვეღარ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვა ამპლუაში...
მყავს მეუღლე და ორი შვილი.
2012 წელს პირველად გავედი სასერთიფიკაციო გამოცდებზე და მოვიპოვე დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ) მასწავლებლის სერთიფიკატი.
2014 წელს ჩავაბარე 1-6 კლ. ქართული ენის სასერთიფიკატო გამოცდა.
2016 წლის ივლისში კი-სერთიფიცირება გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. თუმცა ამით არ ვასრულებ... მეგობრები უკვე აკვიატებად მითვლიან და ,,კოლექციონერს'' მეძახიან :)
2012 წელს გავიარე პროფესიული გადამზადებისა და პროფ.ორიენტაციის სრული კურსი.
ვარ ორგანიზებული, ენერგიული, მოტივირებული პიროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძობითა და კრეატიული აზროვნებით. მაქვს კარგად განვითარებული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები. შემიძლია საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და არგუმენტირებული მსჯელობა.
უზომოდ მიყვარს ბავშვები და ჩემი პროფესია, არასოდეს დამიზოგავს თავი მათ აღზრდა-განვითარების საქმეში. ვცდილობ ყველა სიახლეს ავუწყო ფეხი, არ ჩამოვრჩე არანაირ რეფორმას...
წარმატებებს გისურვებთ!!!
ОтветитьУдалитьgmadlobt, tqvenc gisurvebt warmatebebs :)
ОтветитьУдалитьნათ!!! შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ძალიან მემაყები, წარმატებები!
ОтветитьУдалитьგმადლობ, ნათი, მიხარია, რომ გიცნობ :) წარმატებებს გისურვებ შენც <3
Удалитьროგორ მიყვარს ასეთი შრომისმოყვარე ადამიანები...
ОтветитьУдалитьროგორ მიყვარს ასეთი შრომისმოყვარე ადამიანები...
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა, ქ-ნ მზია. წარმატებებს გისურვებთ <3
Удалитьწარმატებები
ОтветитьУдалитьგმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ თქვენც.
Удалитьსწორედ შენისთანა მასწავლებლებს სჭირდებათ წახალისება, რომ მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და არ განელდეს. წარმატებებს გისურვებ როგორც პირად ცხოვრებაში ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში!
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა, გიგა. წარმატების გზით გევლოს.
Удалить