პროფესიული განვითარების რეფლექსია –2013 წ. აპრილი–2015 წლის სექტემბერი
მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ აქ
ეს არის ანკეტა იმის დასადგენად, თუ რამდენად ვარ მზად პროფესიული თვითგანვითარებისთვის.
5 - თუ მოცემული დებულება სრულად შეესაბამება რეალობას;
4 - უფრო შეესაბამება, ვიდრე არა;
3 - ნაწილობრივ შეესაბამება;
2 - უფრო არ შეესაბამება;
1- არ შეესაბამება.
დებულება
|
ქულა
|
მე ყოველთვის ვაფასებ საკუთარ თავს.
|
|
მე ყოველთვის ვიტოვებ დროს თვითგანვითარებისათვის,
როგორი დაკავებულიც უნდა ვიყო სკოლისა თუ
საოჯახო საქმეებით.
|
|
წარმოქმნილი სირთულეები არ მაშინებს, პირიქით, ზრდის
ჩემს აქტიურობას.
|
|
მე ყოველთვის ვეძებ უკუკავშირს, რადგან ის მეხმარება
უკეთესად შევაფასო ჩემი საქმიანობა, შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები.
|
|
მე ყოველთვის ვპოულობ დროს საკუთარი საქმიანობის რეფლექსიისათვის.
|
|
მე ვაანალიზებ ჩემს ემოციებსა და გამოცდილებას.
|
|
მე ბევრს ვკითხულობ.
|
|
მე ხშირად ვერთვები კონსტრუქციულ კამათში ჩემთვის
საინტერესო საკითხებზე.
|
|
მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების.
|
|
მე ვცდილობ, ვიყო ღია და გულწრფელი.
|
|
მე ვაცნობიერებ იმ ზეგავლენას, რომელსაც ჩემზე ახდენენ
ირგვლივ მყოფი ადამინები.
|
|
მე ვმართავ საკუთარ პროფესიულ განვითარებას და ვიღებ
დადებით შედეგებს.
|
|
მე სიამოვნებას მანიჭებს ახლის ათვისება.
|
|
მე არ მაშინებს ჩემზე დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობა.
|
|
მე დადებითად შევხვდებოდი სამსახურში ჩემს დაწინაურებას.
|
75-55
ქულა - აქტიური თვითგანვითარების დონე.
54-36
ქულა - თვითგანვითარების სისტემა არ არის კარგად ჩამოყალიბებული. თვითგანვითარება დამოკიდებულია გარემოპირობებზე.
35-15
ქულა - თვითგანვითარების პროცესი შეჩერებულია.
გაკვეთილის თვითშეფასება
კრიტერიუმები
|
შეფასება
( 1, 2, 3 )
|
|
1
|
მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში
|
|
2
|
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ
|
|
3
|
საკმარისი მასალა მქონდა შეგროვილი ახალი მასალის ასახსნელად
|
|
4
|
მოსწავლეებს მივეცი საშ-ბა, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება
|
|
5
|
გაკვეთილის მსვლელობისას დრო სწორად გადავანაწილე
|
|
6
|
საგაკვეთილო პროცესში სწორად შევარჩიე აქტივობები და მეთოდები
|
№ | კრიტერიუმები /ქულები | 1 | 2 | 3 |
1 | გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო | |||
2 | აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას | |||
3 | გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას | |||
4 | მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას | |||
5 | გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში | |||
6 | შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს | |||
7 | გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები | |||
8 | ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს | |||
9 | ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას | |||
10 | ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას | |||
11 | ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად |
პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება–2013–2014 საწ. წ
გასული სასწავლო წელს მე ვთვლი საკმაოდ ნაყოფიერად. გავაკეთე ელექტრონული პორტფოლიო. ჩავაბარე კიდევ ერთი სასერთიფიკატო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტ–ში ( 1–6 კლ). დავესწარი ისეთ ტრენინგებს, რომლებიც უდავოდ საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის. ერთ-ერთი გახლდათ ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი'', სადაც ვისწავლე პროგრამა MovieMaker-ი. რომლის მეშვეობითაც ვქმნი ვიდეო კლიპებს. ერთ-ერთი პირველი, ჩემ მიერ შექმნილი ვიდეო გამოვიყენე დედამიწის დღისადმი მიძღვნილ პროექტ-გაკვეთილზე ,,როგორ დავეხმაროთ დედამიწას''. ამ რესურსით გამოვიწვიე მოსწავლეების საკმაოდ მაღალი მოტივაცია და ეკოლოგიური ცნობიერების გააქტიურება, რის გამოც ბავშვებმა სულ სხვა თვალით შეხედეს ეკოლოგიურ პრობლემებს და დაფიქრდნენ ისეთ საკითებზე,რომლებზეც მანამდე არ უფიქრიათ.
კიდევ ერთი საჭირო და ნაყოფიერი ტრენინგი, რომელიც გავიარე იყო ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება''. ჩემდა საბედნიეროდ, მოვხვდი ამ თემატიკის ორ ტრენინგზე: ერთი მასწავლებელთა პროფესიული კავშირის მიერ იყო ორგანიზებული (1 დღე), მეორე კი მასწ.პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (2 დღე).ორივე უაღრესად საინტერესო იყო ჩემთვის, ვინაიდან მანამდე მსგავსი თემატიკის კურსი არ მომისმენია და არც პროექტზე მიმუშავია.
აღნ. ტრენინგების დამთავრებისთანავე დავგეგმე ჩემი პირველი,უსაყვარლესი პროექტი ,,ვისაუბროთ ქართულად",რომელიც ბარბარიზმებთან ბრძოლას შეეხება, და რომლის ფარგლებშიც მე და ჩემმა პატარებმა უდავოდ სერიოზული აქტივობები განვახორციელეთ. პროექტი არის გრძელვადიანი და ახალი სასწ.წლიდან ვაგრძელებთ. ეს არის ის, რასაც ჩემს წლევანდელ ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი, ვინაიდან მთელი მონდომება და გულისყური ჩავაქსოვეთ მეც და ბავშვებმაც.შედეგიც თვალსაჩინოა...
პროექტის დაწყებისთანავე ჩამოვაყალიბეთ ,,ქართული ენის მოყვარულთა და ნორჩ დამცველთა კლუბი",რომელიც მთავარი რგოლი გახდა ჩვენს საქმიანობაში.კლუბური მუშაობაც პირველი იყო ჩემთვის, ამიტომ იდეის გაჩენისთანავე დავესწარი სოციაცია ,,ბიო"–ს მიერ ორგანიზებულ მასტერკლასს ,,კლუბური სწავლება". ამ მასტერკლასზე მიღებული ცოდნა და უნარები კლუბის დაარსების პირველივე დღიდან ძალიან დამეხმარა.
ჩავატარე სამოდელო გაკვეთილები ბუნებისმეტყველებასა (მე–4 კლ) და ქართულში (მე–3 კლ). გარკვეული მიზეზების გამო არვთვლი, რომ იდეალური გამომივიდა, მაგრამ (მინუსების გათვალისწინებით) შემდეგი უკეთესი იქნება.
თუმცა გულიც ბევრ რამეზე მწყდება..მაგ. იმაზე, რომ ვერ ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი...გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში არანაირი რესურსი არ არსებობს სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის, საშინელი გარემოა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.ელემენტარული– შუქიც კი არ გვაქვს, რაც, უდავოდ, ბევრ რამეში მიშლის ხელს...თვალსაჩინოებებს ხშირად თავად ვქმნი. ვხატავ პლაკატებს(როგორც შემიძლია) კიდევ კარგი ბუკები მაინც გვაქვს.
მიმდინარე სასწავლო წელი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ვარ საკმაოდ მოტივირებული,ასევე თვითკრიტიკულიც, ვიცი რაც მჭირდება. საკუთარი პრაქტიკის კვლევა კი მეხმარება აღმოვაჩინო ნაკლოვანებები ჩემს საქმიანობაში და ისე დავგეგმო პროფესიული განვითარება.

ნათია მომეწონა შენი ბლოგი, არსად არ მინახავს მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი, დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, გაზიარება თუ შეგიძლია გამიზიარე, აქედან ვერ შევძლებდი, წარმატებები
ОтветитьУдалитьგმადლობ, ლაურა. ჯგუფ ,,სკოლა და მასწავლებელში'' ავტვირთავ.
Удалить