ამ პროექტის შესახებ სოციალურ ქსელ– ,,ფეისბუქის'' მეშვეობით შევიტყვე. მისი მიზანი იყო მოსწავლეებში, მასწავლებლებში,მშობლებში და, საერთოდ, საზოგადოებაში ეკოცნობიერების გააქტიურება, მწვანე საფარის მიმართ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის გაცნობიერება. პროექტის ავტორები მზა გაკვეთილის გეგმებს გვთავაზობდნენ, ჩვენ შეგვეძლო ჩაგვეტარებინა გეგმის მიხედვით, ან მოდიფიცირება გავეკეთებინა და შეგვეცვალა სურვილის შესაბამისად.
გაკვეთილის გეგმა
საგანი:
|
ქართული
|
კლასი:
|
II-III
|
გაკვეთილის მიზანი:
|
· მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მწვანე საფარი თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი არსებისთვის;
· გაუღვივდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა მწვანე საფარის დაცვისა და შენარჩუნების მიმართ.
|
შედეგები (ესგ):
|
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდე-ბლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
|
45 წთ.
|
რესურსები:
|
· ტექსტი (მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად);
· დაკარგული სიტყვების სამუშაო ფურცელი (მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად);
· ტყის ილუსტრაციები;
· დაფა, ცარცი/მარკერი;
· ფორმატები/დიდი ფურცლები, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები;
· სამუშაო ფურცლები/რვეულები, კალმები
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
I ფაზა (წაკითხვამდე)
· საუბარი ილუსტრაციის ირგვლივ
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ტყის რამდენიმე ილუსტრაციას და ასაუბრებს: როგორ ცხოვრობენ/რას აკეთებენ/ რა სჭირდებათ ცხოველებს ტყეში? (ფოტოები გამოწვევისთვის)
· სიტყვების განმარტება
მასწავლებელს წინასწარ აქვს დაფაზე ჩამოწერილი რამდენიმე სიტყვა (დაბურვა, ჰესი, რუპორი, ელექტროენერგია, დატბორვა) და სთხოვს მოსწავლეებს, ვიდრე ტექსტის წაკითხვას დაიწყებენ, წყვილებში ჩამოწერონ ამ სიტყვების განმარტებები. რამდენიმე წუთის შემდეგ რამდენიმე წყვილი თავიანთ განმარტებებს უზიარებს მთელ კლასს, მასწავლებელი კი ინიშნავს დაფაზე.
|
II ფაზა (კითხვის დროს)
· საჩვენებელი კითხვა - მასწავლებელი პირველ მონაკვეთს უკითხავს მოსწავლეებს ხმამაღლა და გამომეტყველებით („სანამ ტყეში წალდიანი თუ ცულიანი მგლები არ დაინახეს“- აქამდე).
· ვარაუდების გამოთქმა - მასწავლებელი აკეთებს პაუზას და ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა მოხდება შემდეგ.
· შემდეგ უკითხავს მომდევნო ერთ წინადადებას („ნაძვებს ტოტებს ჩამოვაჭრით, ტყე ძალიან დაიბურაო“) და რამდენიმე შეკითხვით შეაჯამებენ წაკითხულს.
·
· ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
· პარალელურად მასწავლებელი ტექსტში შეხვედრილ უცხო სიტყვებზე ამახვილებს ყურადღებას და მოსწავლეებთან ერთად ამოწმებს (კონტექსტიდან გამომდინარე), დაემთხვა თუ არა მათი განმარტება სიტყვის რეალურ მნიშვნელობას.
·
· დაკარგული სიტყვები
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ფურცლებს, რომლებზედაც ტექსტის მეორე აბზაცია დაბეჭდილი (იხ. დანართი #2). ტექსტში 6 სიტყვაა „დაკარგული“ (საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია შეამციროს „დაკარგულ“ სიტყვათა რაოდენობა). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე აღადგინონ სიტყვები, შემდეგ კი თავიანთი ნაშრომები შეაჯერონ მეწყვილესთან.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი თავად უკითხავს ტექსტის ამ მონაკვეთს კლასს. მოსწავლეები მსჯელობენ, რატომ ჩასვეს ესა თუ ის სიტყვა, პარალელურად კი მსჯელობენ შეხვედრილ უცხო სიტყვებზეც.
· საჩვენებელი კითხვა
სამუშაოს დასრულების შემდეგ, ტექსტის გამთლიანების მიზნით, მასწავლებელი თავად უკითხავს სრულ ტექსტს მოსწავლეებს.
|
III ფაზა (წაკითხვის შემდეგ)
· გეგმის შედგენა/მონაკვეთების დასათაურება
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და სთხოვს შეადგინონ ტექსტის გეგმა/დაასათაურონ მონაკვეთები. (პირობითად უნდა გამოიყოს 3 ნაწილი: რა იყო გაჩეხვამდე, რა ხდება გაჩეხვის დროს, რა იქნება გაჩეხვის შემდეგ).
სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ისმენს და დაფაზე ინიშნავს ჯგუფის ვერსიებს და საბოლოოდ, კლასი ადგენს ერთიან გეგმას.
· ილუსტრაციები გეგმის მიხედვით
მასწავლებელი კენჭისყრის გზით უნაწილებს ჯგუფებს გეგმას (თითო ჯგუფს თითო ეპიზოდი) და სთხოვს მათ:
1. შექმნან ეპიზოდის შესაბამისი ილუსტრაცია; 2. დაწერონ მოთხრობის სავარაუდო დასასრული.
შენიშვნა: ერთ-ერთ ჯგუფს შეხვდება გაჩეხვის შემდგომი ეპიზოდი. მათ უნდა დაწერონ
კიდეც სავარაუდო დასასრული და უნდა შექმნან შესაბამისი ილუსტრაციაც.
· პრეზენტაცია
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები მოაწყობენ თავიანთ ნამუშევრების პრეზენტაციას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий